რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – საავტომობილო გზა გადაკეტილია

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მოახერხეს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა.
უწყვეტი პროტესტის 84-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებაა.
“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” , – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი