რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ლოზუნგით -„ბოლომდე, გამარჯვებამდე“ დასრულდა.
საპატრულო პოლიციის თანამარომლების მოწოდების შემდეგ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
დღევანდელ აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებოდნენ. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა.
აქციაზე დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ასევე, უცვლელი მოთხოვნები – ახალი საპარლამენტო და პატიმრების გათავისუფლება გააჟღერეს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად უკვე 333 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”