საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია – გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ბოლო დარბევა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისკენ იყო.
შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ.