რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების ნაწილმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა, პარლამენტთან მომიტინგეთა მცირე ნაწილი რჩება.
ისმის შეძახილები: “საქართველო!”.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეების ნაწილი ახლაც “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფება და პროტესტს იქ განაგრძობს.