რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები ნაწილი კვლავ რჩება. ამასთან, თბილისის დასუფთავების სამსახური ტერიტორიას ასუფთავებს.
შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ