პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გახსნეს.
თავისუფლების მეტროსთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მიმავალ მოქალაქეებს იდენტიფიცირების მიზნით ამოწმებს, რიგ შემთხვევაში კი ჩხრეკს მათ.
კერძოდ, მომიტინგეების ინფორმაციით, პოლიციამ დალუქა პირბადეები და სხვადასხვა ნივთი, გამოწერეს შესაბამისი ოქმებიც.
ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
