რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეებმა ადგილზე განლაგებული პოლიციის კორდონის მიუხედავად გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს დაბადების დღესთან დაკავშირებით სიმბოლურ ნიშნად შავი ბუშტები აქვთ მოტანილი.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია “პარტნიორების მხრიდან მუდმივი წნეხი”.
“,არ გავჩერდებით ბიძინა ივანიშვილის სურვილის მიუხედავად. დიდი აქციები წინ არის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები 83-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად გამოდიან ქუჩაში. მათი მთავარი მოთხოვნაა, ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.