რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – გადაიკეტა საავტომობილო გზა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე ”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; “საქართველო აჯანყდი” , “ცეცხლი ოლიგარქიას”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ”.
აქციის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 82-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი