რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.
აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს BTU-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები ვაკის პარკიდან აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.
დღის დასაწყისში აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვას მოუსმინეს.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს.
მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა ინაუგურაციის ფიცი წარმოთქვა და საპოლიციო ძალებმა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩები დატოვეს, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. -ს ინფორმაციით, აქციის დაკავებული ექვსივე მონაწილე, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)