რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ორთოიძეა, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, გიორგი სამხარაძე.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუკზე დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.
„აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია – ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. ორი ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს “ქრისტე აღსდგა ბიჭებო”-ო ეძახდა“, – დაწერა ფეისბუკზე მოქალაქე თამარ კანკავამ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 144-ე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ასევე ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო ს ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მსვლელობით მივიდა.
აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ბანერები.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, აღდგომის დღესასწაულზე საზოგადოების შეკრებით კიდევ ერთხელ აჩვენეს ერთობა და მისი მნიშვნელობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: შეხედეთ ამ ფოტოს! თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცნობთ, კარგად დააკვირდით ამ სახეს. ლუკა 19 წლის ბიჭია, სტუდენტია, უნიჭიერესი და უმაგრესი ქართველი. თუ ვინმეზე ითქმის, რომ მომავალი ლიდერია…

გიგი წერეთელი – „ქართულ ოცნებაში“ ზოგს ტყავის პალტო და მაუზერი აკლია და დახვრეტასაც სიამოვნებით მოაწერს ხელს! – ემიგრანტებს კი უყურებენ, როგორც მხოლოდ ბანკომატს, საიდანაც ფული შემოდის