რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს,მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
კერძოდ, პროტესტის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რითაც ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგას.
პოლიციამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა და ტროტუარზე დაბრუნება.
პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია.
პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი ამ დროისთვის 5 პირი, მათ შორის ოპოზიციონერი გედევან ფოფხაძე შიმშილობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”