რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, დააკავეს ერთი პირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული. მათ პარლამენტის წინ კორდონი გააკეთეს, რათა მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე არ გადავიდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “სიმართლისთვის ბოლომდე, სამშობლოსთვის ბოლომდე”.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი თავისუფალია და მოქალაქეები პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა