რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მომიტინგეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“ბოლომდე, ბოლომდე” “საქართველოს გაუმარჯოს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქტივისტები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ.
პარლამენტთან საპოლიციო ძალებია მობილიზებულები.