რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციაზე სახელწოდებით „დადექი საქართველოსთვის“ მოქალაქეებმა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს.
აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, .
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას ეხება, რადგან უკვე ციხეში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები და ა.შ”.
მათი განცხადებით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ხმა ხელისუფლებას უნდა გააგონონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს