რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-ამდე გაიზარდა. -ს ინფორმაციით, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.
აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ. მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დღის ბოლოს აქციის მონაწილეთა ნაწილმა თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე პოლიციამ რამდენიმე პირი, სულ მცირე აქციის სამი მონაწილე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – შეწყალებით ყაველაშვილს ლეგიტიმაცია მიეცა, ლეგიტიმაციას იღებს პარლამენტიც, რადგან იქ გახარიას წევრები შევლენ – ასე ხდება, როცა ბიძინას ეთამაშები: გახარიამ და ხაზარაძემ „თავი დაიწვეს“, ბიძინას მიწოდებული ნამცხვარი აღმოჩნდა ბომბი