რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ოვაციებით შეხვდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“
ასევე ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ცნობისთვის, დღეს პროტესტის 66-ე დღეა. მოქალაქეები კი „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას – ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან