რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გზა გადაკეტეს.
ექიმები სოლიდარობას უცხადებენ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პედიატრს, გიორგი ჩახუნაშვილს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
პარალელურად აქციის მონაწილეები იკრიბებიან რუსთაველის მეტროსთანაც, საიდანაც მოგვიანებით საპროტესტო მარშით პარლამენტის წინ გადმოინაცვლებენ და მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან. საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 317-ე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ელინა ვალტონენის რუსთაველის „პროსპექტზე“ გამოსვლას ჰქონდა პოლიტიკური მიზანიც, რაც ისეთი პროცესების განვითარებას გულისხმობს, როცა სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება – მასაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველა ადამიანზე, ვინც დაკავებულია

ნიკა სიმონიშვილი – აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, გახარიას პარტიის პოზიცია კი „ოცნების“ განცხადებებზე უფრო მავნებლურია – მათ ტონი უნდა შეარბილონ!