რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.
“სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!” – დაწერა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.