რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა

რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” დასუფთავების სამსახური გზის დასუფთავების სამუშაოებს ატარებს.
მანამდე საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ და გაეთავისუფლებინათ საავტომობილო მონაკვეთი.
აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე რჩებოდნენ რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან.
მოქალაქეები მერვე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში – თბილისის თითოეულ უბანში შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი