რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას იწყებენ.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს. ამჟამად მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამასთან, სამართალდამცველებმა რუსთაველის თეატრიდან გამოიყვანა მომიტინგეთა ის ნაწილი, რომელიც მანამდე შენობას აფარებდა თავს.
ტერიტორიიდან გაყვანილია წყლის ჭავლის მანქანები, სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.
გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.




