რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განუცხადეს.
რის საფუძველზე დააკავეს ბახუტაშვილი და აქვს თუ არა რაიმე დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი.