რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ კორდონი გააკეთა

პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ისინი უშუალოდ პარლამენტის მიმდებარედ ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაიყვანა.
ამ დროისთვის, პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა, მათ ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ.
თავის მხრივ, პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”
-ს ინფორმაციით, დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ