რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას” მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

პარლამენტის წინ აქცია ლოზუნგით – “არა რუსულ ოკუპაციას” მიმდინარეობს.
სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე საპროტესტო მარში გმირთა მოედანზე გაერთიანდა, საიდანაც მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
პირველ გიმნაზიასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში უკვე ადგილზე იმყოფება.
ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, ფილმის, სახელწოდებით: “რესპუბლიკის დაცემა და წითელი ტერორი” ჩვენება მიმდინარეობს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 90-ე დღეა უწყვეტად გამოდიან. მათი უცვლელი მოთხოვნაა – ახალი ს ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.