რუსთაველის გამზირზე აქცია დღეისთვის დასრულებულია – საპროტესტო აქტივობები ხვალაც არის დაგეგმილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
13 დეკემბერს თითქმის მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საპროტესტო გამოსვლები, მათ შორისაა აქტივობები IT/TECH სპეციალისტების, სტარტაპერების, სტუდენტების, HR და ტრენერების, მუსიკის სფეროს და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების, მარკეტერებისა, PR სპეციალისტებისა და იურისტების მონაწილეობით. ცნობილია, რომ პროტესტს შეუერთდებიან ფსიქოლოგებიც.
მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება დღეს 19:00 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტის წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობისას მოქალაქეები სკანდირებდნენ: “საქართველო! სანქციები!”
ამასთან, ევროპარლამენტარებმა მსვლელობისას საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს