რუსთაველის გამზირზე აქცია დღეისთვის დასრულებულია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია. ტერიტორიაზე რჩება მომიტინგეთა მცირე ჯგუფი.
რუსთაველის გამზირზე აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ მარშის მონაწილეები, რომლებიც მანამდე ქალაქის სხვადასხვა წერტილში მართავდნენ აქციას და მსვლელობას.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ახალი, და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა