რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა – დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, კანონის გამკაცრების მიუხედავად

დემონსტრანტებმა გამზირი გადაკეტეს გუშინ ამოქმედებული ახალი შეზღუდვების მიუხედავად.
მათ ნაწილს სახე დაფარული აქვს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია.
აქცია დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.
აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.
ჯერჯერობით აქციაზე პოლიციელები არ ჩანან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს