რუსთაველის გამზირზე პროტესტის 22-ე დღე დასრულდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების მცირე ნაწილი რჩება, რის გამოც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ. დღესაც, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.