რუსთაველის გამზირზე აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციამ აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დააკავა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ნუცა მახარაძემ გაავრცელა.
კადრებში ჩანს, რომ მარიამ მეყანწიშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესაუბრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას ეუბნება: “გითხარით და ვერ იგებთ, დაკავებული ბრძანდებით”.
მოგვიანებით, კიდევ ერთი პოლიციელი განმარტავს, რომ აქტივისტი “დაუმორჩილებლობისათვის” დააკავეს.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარისთვის დაუკავშირდა. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
21 თებერვალს, უწყვეტი პროტესტი 86-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მორიგი პროევროპული აქცია გაიმართა.
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა