რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მიხეილ ზაქარეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მიხეილ ზაქარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მიხეილ ზაქარეიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.