“რუსთაველის აქციის მონაწილე გადადიოდა ურთულეს სოფელში, დააღამდა და აღმოჩნდა გამგებლის სახლში” რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლ;იანი:
როგორც იცით რუსთაველის აქციის დიდი ნაწილია გურიაში წასული. ჰოდა ერთ-ერთი მათგანი გუშინ სპეციალური აღჭურვილობით გადადიოდა ურთულეს სოფელში. დააღამდა და ჩარჩა სადაც იყო.
მივიდა ერთ-ერთ სახლში. აღმოჩნდა სოფლის გამგებლის სახლი, სადაც თბილად მიიღეს, გულში ჩაიკრეს, სველი ტანსაცმელი გააშრობინეს და ცხელი ჩაი დაალევინეს. ღამეც დაიტოვეს. დილით უთხრეს იქ ვერ ახვალ და გზა აღარ გააგრძელოო. ამან რა თქმა უნდა არ ისმინა და წავიდა, მაგრამ. ამ უბედურების მიღმა რაც ჯერ კიდევ ტრიალებს გურიაში, მთავარია რომ ადამიანებმა ერთმანეთი დავინახეთ: აქამდე რომ მტერი და უსამშობლო გვეგონა ისიც ადამიანი ყოფილა. უსამშობლო კი არა, მთლად ქართველი ყოფილა, ერთ ენაზე მოლაპარაკე, პრობლემების გამზიარებელი, გულიანი. სიყვარულის ნიჭით. ვინც იქეთა მხარეს დგას და მტერი გვეგონა ეგეც ადამიანი ყოფილა. ისიც ქართველი და ისიც სხვისი პრობლემის გამზიარებელი. გულში ჩახუტების უნარით. და დავინახეთ რომ ჭირის, ლხინის, თბილი სახლის გაზიარებაც კი შეგვძლებია ნაც-ქოცებად რომ დაგვყო პროპაგანდამ. უფრო მეტიც, პრობლემის წინაშე ერთად დგომა და ბრძოლაც შეგვძლებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო