რუსთაველზე 201-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია – ინვესტორი თამაზ გაიაშვილია

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და კაზინო მოეწყობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, პროექტზე სამშენებლო თანხმობა უკვე გაცემულია. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარამდე იქნება.
უძრავი ქონება 3,493 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ქონების მესაკუთრეა შპს “მარილი 2020”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი მესაკუთრე “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი პარტნიორი ა. ამჟამად არსებულ ნაგებობაში ამავე ავიაკომპანიის სათავო ოფისი არის განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ