რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას – თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას “ნაცი”

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას – თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას “ნაცი”
რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე . თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველას რცხვენია, ერქვას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი.
„რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და შესაბამისად, საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია და სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ წააგეს უკვე მეცხრედ , თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ, ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ. ყველას რცხვენია, ერქვას „ნაცი“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი. ჩვენ ხმა მოგვცა 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ ამომრჩეველს ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს “, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის