რუსთაველზე სპეცრაზმმა განაახლა აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები უშვებენ ცრემლმდენ აირს და სცემენ აქციის მონაწილეებს დაკავების დროს. ეს ყველაფერი გადაიცემა არაერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ადგილზე მუშაობს რადიო თავისუფლების რამდენიმე ჯგუფიც.
საპოლიციო ძალები სპეციალური აღჭურვილობით არიან რუსთაველის გამზირზე, მათ უკან კი წყლის ჭავლის გამტყორცნი ორი მანქანა დგას. მეორე მხარეს არიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც ქუჩა ნაგვის ურნებითა და სკამებით გადაკეტეს.
დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკად სცემეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. ნაცემია კიდევ ერთი დეპუტატი – „მოქალაქეების“ ლიდერი, .
პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. საქართველოს სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დაშლა დაიწყო.
0 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს