რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით: დადექი შენს ხალხთან ერთად!

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ საპროტესტო ტალღის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი ს დანიშვნას. მათი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციური ლიდერების, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა დაპატიმრებებსაც მოიცავს.
აქციაზე სიტყვით დაგეგმილია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს გამოსვლაც. შეკრებილებმა გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: „არ დაგითმობთ ამ ქვეყანას“, „მომავალი ჩვენია!“, „რეჟიმი გვიკლავს მშობლებს, რეჟიმი ნელ-ნელა ყველას მოგვკლავს“.
აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, დაკავებულთა ოჯახის წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.