რუსთაველზე მოშიმშილეებს აქტივისტი ისაკო დევიძე შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეებს სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე შეუერთდა. ხელახალი საპარლამენტო სა და მათი განცხადებით, “პოლიტპატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით ამჟამად 9 ადამიანი შიმშილობს.
როგორც მოშიმშილე პოლიტიკოსი, “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე ამბობს, მათ კარვებთან ერთად ადგილზე კიდევ ერთი კარავი გაიშალა, მათთვის ვინც პროტესტის უკიდურესი ფორმის მონაწილეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.
“მოშიმშილე ადამიანების მდგომარეობა დღეების შემდეგ გახდება საყურადღებო და ამიტომ სოლიდარობის აქცია მნიშვნელოვანია. სოლიდარობის აქციის მონაწილეები დაეხმარებიან მოშიმშილეებსაც”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
მათდამი სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დღეს, 19 ნოემბერს დაიწყო სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ.
ისაკო დევიძე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას რამდენჯერმე დააკავეს – ბოლოს 25 სექტემბერს, მას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ის წინა დღით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თითქმის ერთი წელია, საქართველოში პროტესტი არ წყდება – გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო ს ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ