რუსთაველზე გრძელდება მოქალაქეების დაკავება გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით

რუსთაველის გამზირზე დღესაც, 4 ნოემბრის საღამოსაც არაერთი მოქალაქე დააკავეს.
22:50 საათის მონაცემებით, დაკავებულია ოთხი დემონსტრანტი – პოეტი პაატა შამუგია. ასევე, მოქალაქეები – ვაჟა ბერიშვილი, ბექა აგულაშვილი და ნიკოლოზ დარსანია. სავარაუდოდა, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად, პოლიცია მათაც გზის უკანონო გადაკეტვას ედავება.
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნების” პარლამენტმა დაამტკიცა რეპრესიული კანონების მორიგი პაკეტი, რომლითაც აქციაზე გზის გადაკეტვა პირველივე შემთხვევაში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება, თითქმის ყოველ დღე აკავებენ პროევროპული აქციების მონაწილეებს. დაკავებულებს შორის არიან პოეტი, მწერალ, მასწავლებელი, სტუდენტი, შშმ პირი, დევნილი, მკვლევარი, დიპლომატი, დიასახლისი და ა.შ.
დღეს უწყვეტი პროევროპული აქციების 342-ე დღეა და რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ტრადიციული აქციის შემდეგ, პოლიციელები მოქალაქეებს, ძირითადად, თავისუფლების მეტროსა და რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე აჩერებენ და აკავებენ.