რუსთაველზე და კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ოლიგარქის პოლიციამ ახალგაზრდა ბიჭი დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. პარალელურად, ადგილზე ხმაური და დროდადრო დაპირისპირებაცაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ცოტა ხნის წინ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, იქამდე კი 2 ახალგაზრდა გოგო. ჯამში, არაოფიციალური მონაცემებით, 5 პირია დაკავებული.
მიუხედავად საპოლიციო ძალების წინააღმდეგობისა, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
ივანიშვილის სამართალდამცველები კი 9 აპრილის ქუჩაზე ჩადგნენ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა მშვიდად დატოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ