რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა – კაია კალასი

რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ჩინეთი და გლობალური უსაფრთხოების წესრიგის შეცვლის შესახებ საუბრობენ, ჩვენ ამის გამო უნდა ვღელავდეთ. თუ თქვენ ჩინეთის გამო ღელავთ, მაშინ რუსეთის გამოც უნდა ინერვიულოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.
სიტყვით გამოსვლისას კაია კალასმა ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ipn.ge