რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა ში კორუფცია საქმეს არ აადვილებს – ტრამპი

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა ში კორუფცია საქმეს არ აადვილებს, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ს ომის დასრულების შეთანხმების „კარგი შანსი“ არსებობს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს.
„მე ვესაუბრე მათ და ისინი კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა რთულ პრობლემებში, ტრამპმა უპასუხა, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ სიტუაციას გულისხმობდა, რაც მისი თქმით, „საქმეს არ აადვილებს“.
„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
1tv.ge