რუსეთ-უკრაინის ომს შესაძლებელს ჩინეთის მხარდაჭერა ხდის – ნატო-ში -ის ელჩი

უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩინეთს შეუძლია ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და ეს ომი ხვალვე დაასრულოს. ასევე, შეუძლია ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გაყიდვა შეწყვიტოს“, – განაცხადა უიტაკერმა.
ასევე, მისი თქმით, ჩინეთს შეუძლია რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტოს.
„როგორც იცით, ამ ომს შესაძლებელს ჩინეთის მხარდაჭერა ხდის“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.