რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას.
მისივე თქმით, კომერციული გემების მიზანში ამოღება მიუღებელია და საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს.
„როგორც ჩანს, რუსეთსა და ს შორის ომმა იმ ეტაპს მიაღწია, სადაც ის აშკარად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებას. ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კომერციული გემების მიზანში ამოღება საგანგაშო ესკალაციის ნიშანია. ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის, სიცოცხლისა და გარემოს უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ ასეთ სიტუაციებთან დაკავშირებით ყველა მხარეს აუცილებელ გაფრთხილებებს ვაძლევთ“, – აცხადებს ერდოღანი.
ცნობისთვის, უკრაინელები საზღვაო დრონებითშავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მცურავ ორ ცარიელ სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყაროებმა უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ მათ 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და სანქციების გვერდის ავლა შეეძლოთ. გავრცელებული ცნობით, ნავთობტანკერები, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან, როგორც „კაიროსი“ და „ვირატი“, ტვირთის ასაღებად ს ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემართებოდნენ.
1tv.ge