რუსეთ-უკრაინის ომის 688-ე დღე – გასული დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები 64-ჯერ განხორციელდა

უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 688 დღე დაიწყო. გასული დღის განმავლობაში, 64-ჯერ განხორციელდა საბრძოლო მოქმედებები. მტერმა სულ 3-ჯერ განახორციელა საჰაერო და 16-ჯერ სახმელეთო შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და სხვადასხვა დასახლებებზე. არის მსხვერპლი.
განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, პროფესიული ლიცეუმი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქების 130-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მისადგომებთან გააქტიურდნენ. ჯარისკაცების განცხადებით, ოკუპანტების წინააღმდეგ მათივე იარაღს იყენებენ, რომელიც რუსული ძალების უკან დახევისას უკრაინელებს დარჩათ.
ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია მარიინკისა და ავდეეკისთვის. ყინვასა და უნალექო ამინდში, რუსების პოზიციები დრონებისთვის უკეთესად აღსაქმელია, მძიმე ტექნიკა კი მარტივად გადაადგილდება, რის გამოც უმარტივდებათ უკრაინელ ჯარისკაცებს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში