რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, პუტინი კვლავ ითხოვს სრულ კონტროლს რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებზე – „ბლუმბერგი“

რუსეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, რომ მოსკოვმა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიიღოს სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რომლებიც რუსეთმა მიიერთა და ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს.
ამის შესახებ „ბლუმბერგს“ მოლაპარაკებების მსვლელობასთან დაკავშირებულმა სამმა წყარომ უთხრა.
-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 25 აპრილს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ცდილობდა, დაერწმუნებინა ს პრეზიდენტი დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას და ომის შეჩერებას ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინი დაჟინებით მოითხოვდა სრულ კონტროლს უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომლებიც რუსეთს აქვს უკანონოდ ანექსირებული.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
წყაროები სააგენტოს უყვებიან, რომ შემდგომი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ს პრეზიდენტის, ს შეხვედრის შემთხვევაში.
1tv.ge