რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – დემოკრატიის მანტიამოსხმულები, საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ. უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსაც და სახელმწიფოსაც

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – დემოკრატიის მანტიამოსხმულები, საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ. უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსაც და სახელმწიფოსაც
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ/წინააღმდეგ,- წერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციაზე, რითაც ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელმაც პოლიციელს პირდაპირ ეთერში სილა გააწნა. ჩაკვეტაძის თქმით, აღნიშნული 7 რეზოლუციით, დემოკრატიის მანტიამოსხმული სახელმწიფოები საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ და უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსა და ქვეყანას.
„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ/წინააღმდეგ: 1) 2022 წლის 9 ივნისი – მეორე ფრონტის გახსნაზე უარის შემდეგ, სააკაშვილისა და გვარამიას გამოშვებისა და ს სანქცირების მოთხოვნა; 2) 2023 წლის 15 თებერვალი – ,,რეზოლუცია ექსკლუზიურად Free Misha”; 3) 2024 წლის 25 აპრილი – ისევ სანქციების და სააკაშვილის გამოშვებისკენ მოწოდება.
ქართული კანონის, რუსულად მოხსენიება. დონორების მხრიდან დაპირებული გამჭვირვალობის შეუსრულებლობის ფონზე, აღნიშნული კანონმდებლობის ხელთავიდან ინიცირების დაგმობა. ასევე, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ღრმა შეშფოთება; 4) 2024 წლის 9 ოქტომბერი – ისევ სანქცირების, ევროკავშირის თანხების გაყინვისა და ვიზალიბერალიზაციის გადახედვის მოთხოვნა. ამ რეზოლუციით, ს წინ ყველა საშუალება გამოიყენეს შიდა პოლიტიკაში ჩასარევად და საზოგადოებრივი განწყობების შესაცვლელად; 5) 2024 წლის 28 ნოემბერი – ქართული სახელის მქონე უცხოელებმა წააგეს და მათი პატრონები, მარცხის გადასაფარად, არჩევნებს ,,გაყალბებულს” უწოდებენ და დარღვევებზე მიუთითებენ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ვერც ერთ ფაქტს ვერ ასახელებენ; 6) 2025 წლის 13 თებერვალი – ისევ სანქცირებისკენ მოწოდება.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად მოხსენიება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა; 7) და 2025 წლის 19 ივნისი – პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოწოდება. პირველ 6 რეზოლუციაზე – ყველაფერი გასაგებია… რაც შეეხება დღევანდელს. მას მხარი დაუჭირეს იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, სადაც ვიცით თუ როგორ იქცევა სახელმწიფო, როდესაც საქმე სამართალდამცავზე თავდასხმას ეხება. ამ 7 რეზოლუციით, დემოკრატიის მანტიამოსხმულები, საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ. უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსაც და სახელმწიფოსაც. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართული სახელმწიფო დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს ფურცლები შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ! ჩვენ მზად ვართ თანასწორი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის!“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები