“რუსეთ–უკრაინიას შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის” – თურქეთის პასუხი ზახაროვას განცხადებაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, რუსეთსა და ს შორის შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. ინფორმაციას CNN-ი უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს პასუხია ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს შორის შეხვედრის დრომ “თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევრისკენ გადაიწია”.
მან ასევე გაავრცელა ინფორმაცია დელეგაციების ადგილსამყოფლის შესახებ:
– რუსეთს ტექნიკური დელეგაცია სტამბოლში იმყოფება.
– ამერიკის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასევე სტამბოლშია.
– უკრაინის პრეზიდენტი, ანკარაშია, სადაც ქვეყნის ლიდერს, რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
– ანტალიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაშია: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის პრეზიდენტი არ არის.