[რუსეთ-უკრაინასთან] შესაძლებელია ისეთი გარიგების მიღწევა, რომელიც „ბევრისთვის შოკის მომგვრელი იქნება – ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და პოტენციური სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ ს პრეზიდენტი სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, რომელიც ს გრძელვადიან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა მოლაპარაკებების მაგიდასთან განსახილველ ვარიანტებს შორის რჩება, თუ მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად არ აწარმოებს.
„არის ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტები, არსებობს, რა თქმა უნდა, ზემოქმედების სამხედრო ბერკეტები. არის მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, თუმცა ჩვენ ვზრუნავთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ვენსმა.
-ის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, შესაძლებელია ისეთი გარიგების მიღწევა, რომელიც „ბევრისთვის შოკის მომგვრელი იქნება“.
ჯე დი ვენსმა ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, აზრი შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები.
„პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა თქვას, ჩვენ არ გვინდა ეს, ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ეს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დავაბრუნოთ, თუ რუსები არ იქნებიან კარგი მომლაპარაკებელი პარტნიორები ან იქნება ისეთი რაღაცები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, რომელთა მოლაპარაკებების მაგიდიდან მოხსნა ჩვენ შეიძლება გვინდოდეს“, – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
1tv.ge