რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ცნობით, ივნისში 401 რეისის შესრულება იგეგმება.
ქართული კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ივნისში თბილისიდან მოსკოვში დღეში სამჯერ იფრენს, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში კვირაში 3-ჯერ.
კომპანია “Red Wings” გეგმავს შეასრულოს ფრენები თბილისში სოჭიდან, ჟუკოვსკიდან, ეკატერინბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან; ბათუმში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან; ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან. ივლისიდან იგეგმება ეკატერინბურგი-ს პირდაპირი ფრენის დამატება.
“აზიმუტი” კი მოსკოვიდან თბილისში ყოველდღე 2 ან 3 რეისს ასრულებს, “რადიო თავისუფლება” წერს, რომ ივნისში სულ 81 რეისია დაგეგმილი, რასაც ემატება ფრენები თბილისში მინვოდიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სოჭიდან, უფიდან. ასევე, მოსკოვიდან ბათუმში (17).
დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
Red Wings – 153;
“აზიმუტი” – 145;
“ჯორჯიან ეარვეისი” – 103.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლის 19 მაისს აღდგა.
საქართველოში ფრენებს ის რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ, რომლებიც არ არიან სანქცირებული დასავლეთის მიერ. ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს. ისინი რეისების რაოდენობას ეტაპობრივად ზრდიან.

ასევე დაგაინტერესებთ