რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

2024 წლის 14 მაისს ს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (ТПП) გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვითაც მოსკოვში შედგა რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთ-საქართველოს შორის ფულადი ანგარიშსწორების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა.

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო 2023 წლის 7 თებერვალს შეიქმნა და მის თავმჯდომარედ აირჩიეს ООО «ИК Румб»-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე პრეზიდენტი, იური ბალა.

პრეს-რელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, მან დასძინა, რომ “ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული.“ შეხვედრაზე ასევე წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის მისასალმებელი წერილი.

პრეს-რელიზის თანახმად, პირადად და ვიდეოზარის საშუალებით, სხდომაში მონაწილეობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის  საქართველოში გლამპინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო, VR Holding-ის გაყიდვების მენეჯერი მარიკა ბურჭულაძე, კომპანია Green Garden-ის გენერალური მენეჯერი თამარა ბერულავა, კომპანია Трипспейс -ის მფლობელი სოსო გურული, ქართული ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვი, ბიზნესის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლაი ტუბენშლიაკი, რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სემიონ ნადაშვილი და სხვები.

რა ვიცით სხდომაში საქართველოდან მონაწილე ბიზნესსაზოგადოებაზე ღია მონაცემებზე დაყრდნობით:

ვიტალი იაზვენკო რუსეთის მოქალაქეა, რომელმაც საქართველოში 2019 წლის ივნისში დააფუძნა შპს ჯეველბერი ჯორჯია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ამავე წლის აგვისტომდე, აგვისტოდან კი 50%-იანი წილის მფლობელი ხდება  გვანცა მიქუჭაძე. 2023 წლის მაისიდან აღნიშნული კომპანიის მეწილეები არიან – გვანცა მიქუჭაძე (50%) და შპს ჯბ შუაგული ინვესტ (50%).

აღსანიშნავია, რომ შპს ჯბ შუაგული ინვესტი 2022 წლის 13 ოქტომბერს არის დაფუძნებული. 2023 წლის 11 მაისიდან კი სახელს იცვლის  და სამეწარმეო რეესტრში შპს ჯეველბერი ინვესტის სახელით გვხვდება, რომლის მეწილეებიც არიან: ვიტალიი იაზვენკო  /რუსეთის ფედერაცია/ – (19%), ვიტალიი ობოტინ, /რუსეთის ფედერაცია/ – 38%; ეგორ პოდოლსკიი, /რუსეთის ფედერაცია/ – 20%; გიორგი შერაზადიშვილი /რუსეთის ფედერაცია/ – 19%; მარინა ვეკილოვა /რუსეთის ფედერაცია/ – 4%.
რაც შეეხება ვიტალი იაზვენკოს ბიზნესპარტნიორს გვანცა მიქუჭაძეს – იგი სასტუმრო კომპლექსის, “შუაგულის” დამფუძნებელია და -ის მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის ცოლია. “შუაგული” მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სივრცეს, ხელოვნურ ტბას, სანერგე მეურნეობას და ტურისტულ/ ივენთ მომსახურებებს ეწევა. შუაგულის ტერიტორიაზე Jewelberry Glamping Georgia, რომელიც სტუმრებს სასტუმრო მომსახურებას სთავაზობს. “შუაგულის” საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით, მისი მმართველი კომპანიაა შპს ივენთ გარდენი, რომელსაც ფლობს შპს გარდენ სითი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ვალერიან ცერცვაძე, ხოლო დირექტორი – გვანცა მიქუჭაძე.

ვალერიან ცერცვაძის გარდა, სანქცირებულ მოსამართლეებს შორისაა მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია. სანქციების ფარგლებში, აშშ სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, მათ დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო (სავიზო შეზღუდვები გავრცელდა მათი ოჯახის წევრებზეც). ვალერიან ცერცვაძე ფლობს 2021 წელს დარეგისტრირებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილს (25-25%-ს კი კონსტანტინე და ლევან აბზიანიძეები ფლობენ). რეესტრის მიხედვით, 2022 წლიდან მიმდინარეობს ამ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა კომპანიის სტატუსი ჯერ კიდევ აქტიურია და ის აგრძელებს ფუნქციონირებას.

გვანცა მიქუჭაძე ფლობს შპს აიტექნიკისა და შპს სითი გარდენის 100%-იან წილებსაც. ასევე 2020 წელს დარეგისტრირებულ შპს მისთორის 70%-იანი წილს, სადაც 30%-იანი წილის მფლობელია ლევან ნონიაშვილი.

სანქცირებულ ყოფილ მოსამართლეს, მის სამ კოლეგასთან ერთად, “ქართული ოცნება” ხშირად სოლიდარობას უცხადებს არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, არამედ, მაგალითად, 2023 წლის 19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რითაც დადგინდებოდა სანქცირების საფუძვლები და მოტივაცია.

ვრცლად