რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 6-კილომეტრიანი საცობია

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 6-კილომეტრიანი საცობია და რამდენიმე დღეა ათასობით ავტომობილი საცობში დგას. ვითარება არც დღეს შეცვლილა. 28 დეკემბერს, „ზედა ლარსის“ გამშვებ პუნქტთან დილიდან ისევ ქარი და თოვლია და გუშინ მანქანებისთვის დროებით გახსნილი გზა ისევ ჩაიკეტა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
უამინდობის გამო საგუშაგო ორშაბათიდან დაკეტილია და მის გახსნას ათასობით მანქანა ელოდება. გუშინ დღის მეორე ნახევარში მანქანებმა მოძრაობა დაიწყეს. მძღოლები რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ბევრ მათგანს საზღვრის გადასაკვეთად 13 საათზე მეტი დრო დასჭირდა. სატვირთო მანქანების გადაადგილება კვლავ აკრძალულია და მათგან დაახლოებით 3 000 ადგილზეა გაჩერებული.

ასევე დაგაინტერესებთ