რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი 65 უკრაინელი სამშობლოში დააბრუნეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ბუფერული ზონაში მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე ში დაბრუნდა.
მათ შორის 10 ქალი, რომელთაგან 8 მძიმედ დაავადებულია.
„ყველა მათგანი ს ქმედებებით შექმნილი ფაქტობრივი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ იმყოფებოდა. უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ღონე იხმარეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნისას პირობების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. 21-22 აგვისტოს, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების კიდევ ერთი დიდი ჯგუფის წარმატებით დაბრუნება საქართველოდან უკრაინაში მოლდოვას ტერიტორიის გავლით. მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან გუნდური მუშაობისა და ამ ოპერაციის განხორციელებაში თანამშრომლობისთვის“, — წერს სიბიჰა.
ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლებების ოფიციალურ წარმომადგენლებს სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებასა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.
მისი თქმით, წინა თვეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის ორგანოებთან ერთად, 44 მოქალაქე დააბრუნა უკრაინაში. ამრიგად, დარიალის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაბრუნებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობამ 109 ადამიანი შეადგინა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოებთან, შესაბამის უკრაინულ უწყებებთან, ქართული და მოლდოვური მხარეების თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინაში რეპატრიაციის სურვილის მქონე დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე“, — განაცხადა სიბიჰამ.
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისის მეორე ნახევარში წარმოიშვა, როდესაც რუსეთმა დეპორტირებული უკრაინელები საქართველოს საზღვართან დატოვა. უკრაინულმა მხარემ მიმართა რუსეთის ფედერაციას, რომ ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაეგზავნათ და არა საქართველოში. აცხადებს, რომ ეს წინადადება ძალაში რჩება.
„თუ რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს მას, ერთადერთი დასკვნა იქნება, რომ დეპორტირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი რუსული ოპერაციაა. ამავდროულად, უკრაინა არასდროს ტოვებს თავის ხალხს გასაჭირში და ყოველთვის პრიორიტეტს მიანიჭებს თავისი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“, — განაცხადა სიბიჰამ.
ამ თემაზე:
რუსეთმა ათობით უკრაინელი საქართველოს საზღვართან მოიყვანა და დატოვა
კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს
საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე განცხადებას ავრცელებს